ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზრიდი 3/5, თბილისი, საქართველო
E კოპუსი, 235 აუდიტორია
საერთაშორისო ვორკშოპი „არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში“
1-2 სექტემბერს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „არისტოტელიზმი დასავლეთ საქრისტიანოში“. ვორკშოპი არის ნაწილი ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი პროექტისა „არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის „რელიგიისა და მეცნიერების ახალი ჰორიზონტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ ნაწილია და 2020 წლიდან მოყოლებული ფინანსდება ჯონ ტემპლტონის ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში მომზადდა არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომის „პერი ჰერმენეიას“ მე-18 საუკუნის დროინდელი ქართულენოვანი თარგმანისა და კომენტარების კრიტიკული ედიცია, ჩატარდა არისტოტელური ტრადიციის შედარებითი კვლევა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოს მაგალითზე.
პროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი დოქტ. თამარ ცოფურაშვილი.
ვორკშოპის მოწვეული მომხსენებლები არიან: პროფ., დოქტ. ტიციანა სუარეს-ნანი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია), პროფ., დოქტ. გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), დოქტ. თამარ ხუბულავა (ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).
ვორკშოპზე მიმდინარე კვლევის შედეგებზე მოხსენებებს წაიკითხავენ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრები: ანა ლომაძე, ლუკა კუჭუხიძე და თორნიკე გოგინაშვილი.
სამუშაო ენა:ინგლისური
საერთაშორისო ვორკშოპის დეტალური პროგრამა.
ღონისძიებები » ყველას ნახვა