ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი

ინსტიტუტის მიზნები:

1. ენერგეტიკის და მისი მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა; ენერგეტიკის და მომიჯნავე დარგებში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ღრმა შესწავლა და საქართველოში მათი დანერგვის ხელშეწყობა;

2. ენერგეტიკის სფეროში განათლების პროცესის სამეცნიერო უზრუნველყოფა და ენერგეტიკული ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანების, სასწავლო კურსებისა და ქრესტომათიების შექმნა;

3. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების კვლევითი უზრუნველყოფა.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

1. საქართველოს და საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიების კვლევა. ენერგეტიკის გრძელვადიანი დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;

2. ენერგეტიკის, გარემოს, ეკონომიკისა და სოციალური სისტემების ურთიერთქმედებისა და მდგრადი განვითარების საკითხების კვლევა სისტემური დინამიკის მეთოდების გამოყენებით. მდგრადი განვითარების კრიტერიუმებისა და პირობების კვლევა.

3. მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევა. მათი განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო გარემოს ინფორმაციული და საექსპერტო-კვლევითი უზრუნველყოფა;

4. ინოვაციური ახალი მიმართულებების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა;

5. ენერგეტიკული ბაზრების, კონკურენციისა და რეგულირების საკითხების კვლევა. ენერგეტიკული ბაზრების მოწყობა, ლიცენზირება და სატარიფო რეგულირება.

ინსტიტუტის თანამშრომლები

მურმან მარგველაშვილი – ასოცირებული პროფესორი, დირექტორი

კახა ქარჩხაძე 

საკონტაქტო ინფორმაცია

ჩოლოყაშვილის 3/5, E 219

599574247

murman.margvelashvili@iliauni.edu.ge 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა