ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრი

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიზანია ძვ.წ. VIII-ახ.წ. IV სს-ის სამხრეთ კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური შესწავლა, როდესაც არსებობდა ისეთი პოლიტიკური ერთეულები როგორებიცაა კოლხეთი, ეგრისი (ლაზიკა), ქართლი (იბერია) და სხვ.
ცენტრი მუშაობა ორი კომპონენტს შეიცავს - კვლევითსა და სასწავლოს (კვლევითი ხასიათის). კვლევითი კომპონენტი გულისხმობს ამ რეგიონის ისტორიის რეკონსტრუქციას წერილობით და არქეოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით, რომელსაც ცენტრის მკვლევარები ახორციელებენ. სასწავლო კომპონენტის მიზანია სტუდენტების ჩართვა აღნიშნულ კვლევებში საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების, გრანტების შესრულებისა და ასევე სამეცნიერო კონფერენციებში წარსადგენი მოხსენებების მომზადებით. 
კვლევის უპირველესი ამოცანაა ამ რეგიონის და პერიოდის ისტორიოგრაფიის შესწავლა, რათა წარმოჩენილ იქნას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში წამოჭრილი პრობლემები და შემდგომში მოხდეს მათზე მუშაობა, ამავე დროს სტუდენტებისათვის თემების შერჩევა.  
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ შესრულებული და დაგეგმილი ნაშრომები სხვადასხვა კუთხით აშუქებს ძირითად თემას. ესაა როგორც ზოგადი ხასიათის, ისე ცალკეული ძეგლის ან სხვადასხვა არტეფაქტის კვლევასთან დაკავშირებული ნაშრომები. 

პუბლიკაციები: 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

დიმიტრი ახვლედიანი, არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი
dimitri.akhvlediani@iliauni.edu.ge 
593 992 285 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  F402 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162, საქართველო

 

 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა