ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი

ცენტრის დებულება

კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული ცენტრია, რომლის მიზანია ინვესტორთა თანასწორობაზე დამყარებული ბიზნესსამართლებრივი ურთიერთობების მხარდაჭერა. ცენტრი ხელს უწყობს საკორპორაციო, კომერციულ, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის სფეროში საგანმანათლებლო, კვლევით და საკონსულტაციო საქმიანობას.

ცენტრის ზოგადი მიზნებია:

  • საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომწესრიგებელი სამართლის ნორმების კვლევა და მათი დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების ზეგავლენის შეფასება და სარგებლიანობისა და დანახარჯის ანალიზი;
  • საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის პრობლემური საკითხებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი; 
  • აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის ნორმათა და გადაწყვეტილებების შედარებითსამართლებრივი ანალიზი;
  • ქართული საკორპორაციო, კომერციული, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე; 
  • ქართულ საკორპორაციო, კომერციულ, კორპორაციული მართვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის სფეროში სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა;
  • წამყვან ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თანამედროვე კვლევითი მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
  • ღიაობისა და გამჭვირვალობის მხარდაჭერა კორპორაციებში, აქციონერთა თანასწორუფლებიანობისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.


კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს საკონსულტაციო მიმართულებითაც, განსაკუთრებით ისეთ პროექტებში, რომლებიც რეგულირების ზეგავლენის შეფასებას ეხება, რაც სიახლე და იშვიათი მომსახურების სფეროა ქართულ ბაზარზე.

 

პუბლიკაციები 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

დავით მაისურაძე - კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი  

 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა