ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

კოსმოსური კვლევების ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფიზიკისა და ასტრონომიის სასწავლო პროგრამებთან ერთად, მრავალი წელია მიმდინარეობს თანამედროვე კოსმოსური კვლევები,რომელიც მოიცავს ყველა ძირითად დარგს: ასტრონომიასა და ასტროფიზიკას, კოსმოლოგიას, გრავიტაციასა და ასტრონაწილაკებს, დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსს.

აღნიშნული კვლევები მიმდინარეობს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.

მათში აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები და სტუდენტები.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე 2022 წელს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დაფუძნდა კოსმოსური კვლევების ცენტრი, რომელიც შედგება სამი დეპარტამენტისგან:

● ასტრონომიისა და ასტროფიზიკის
● კოსმოლოგიის, გრავიტაციისა და ასტრონაწილაკების ფიზიკის
● ატმოსფერო-იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის

საკონტაქტო პირი

დირექტორი: ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა

ელ.ფოსტა: src@iliauni.edu.ge

src.iliauni.edu.ge

 

 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა