პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების სამეცნიერო ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების სამეცნიერო ცენტრი” დაარსებულია 2008 წელს, ჯერ კიდევ არქეოლოგიის მიმართულების საინჟინრო ფაკულტეტთან არსებობის დროს.
2022 წლიდან ფუნქციონირებს როგორც ინტერფაკულტატური (მეცნიერებათა და ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტები) სამეცნიერო ცენტრი.
კვლევები მიმდინარეობდა და კვლავაც მიმდინარეობს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: პალეოლითური ეპოქის როგორც მღვიმური ძეგლები, აგრთვე, ღია ტიპის ძეგლები და ხელოვნური გამოქვაბულები; პალეოგენეტიკა; წყალქვეშა არქეოლოგია.
მღვიმეების შესწავლა, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს პრეისტორიული და ისტორიული ეპოქების თითქმის ყველა ეპოქის კვლევას, რადგან ასეთი ტიპის ბუნებრივი თავშესაფრები, სხვადასხვა მიზნით, ადამიანის მიერ ათვისებული იყო და არის ადამიანის გაჩენიდან დღევანდელ დღემდე.
იმდენად, რამდენადაც ადამიანის არსებობა და გადარჩენა ყოველთვის დაკავშირებული იყო მის გარემოს ცვლილებებთან ადაპტაციების უნარებზე და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ჩვენს კვლევებში სხვადასხვა ინტენსივობით (საჭიროების მიხედვით) მონაწილეობენ სხვადასხვა ეპოქის დაგანსხვავებული სამეცნიერო მიმართულებების სპეციალისტები და აგრეთვე, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუდენტები - ჩვენი კვლევები ფართოდ მულტიდისციპლინურია.
საველე კვლევების წარმოებისას, საველე და კამერალურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, რომელთაც საბაზისო, თეორიული ცოდნა მიღებული აქვთ, ან იღებენ სალექციო კურსების გავლისას.
მიმდინარე სამეცნიერო პროექტები:
1. ზემო იმერეთის (ჭიათურის მუნ-ტი) მღვიმეების, ბონდის მღვიმის, ორთვალა კლდის მულტიდისციპლინური, კომპლექსური კვლევები. MAPPING THE REPLACEMENT OF NEANDERTALS BY EARLY MODERN HUMANS USING MICRO-CONTEXTUALIZED BIOMOLECULES, კონექტიკუტის, ოქსფორდისა და სხვა სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრების სპეციალისტებთან ერთად;
2. ზემო იმერეთის (ჭიათურის მუნ-ტი) ღია ტიპის სადგომ-სახელოსნოების კვლევები სოფ. კაცხის მიდამოებში;
3. პალეოგენეტიკური და ტეპრას კვლევები ბონდის მღვიმესა და ორთვალა კლდეში;
The Genetic History of the South Caucasus - A comprehensive ancient DNA time transect from modern Georgia. მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტთან ერთად;
4. წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევები გონიოს მიმდებარე და საქართველოს საზღვაო აკვატორიის სხვა რეგიონებში. DOORS - 'Developing Optimal and Open Research Support' for the Black Sea.
დასრულებული სამეცნიერო პროექტები:
1. ზემო იმერეთის (ჭიათურისა და საჩხერის მუნ-ები) ხელოვნერი გამოქვაბულების, ქვაბ-მონასტრებისა და სახიზრების დაზვერვა-კვლევები;
2. „უნდო კლდის“ (სოფ. ვაჭევი, ჭიათურის მუნ-ტი) მულტიდისციპლინური კვლევები (სხვადასხვა წლებში - ირლანდიის სამეცნიერო ფონდთან, პარიზის ბუნების მუზეუმთან, ოქსფორდის უნივერსიტეტთან და სხვ. ერთად);
3. ზემო იმერეთის (ჭიათურის მუნ-ტი) 2009-2010. RESET project (RESponse of humans to abrupt Environmental Transitions). Natural History Museum, London; Oxford University. Great Britain. განხორციელდა „ჯრუჭულისა“ და „ბონდის“ მღვიმეებში, აგრეთვე, „უნდო კლდეში“;
4. 2014-2018, 2024 წწ. თელავის არქეოლოგიური ძეგლების (ჩოლოყაშვილის ქუჩა, გვირაბები; ზუზუმბოს გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სამარხები, „დაბახნების“ შუა საუკუნეების კომპლექსი)კვლევები
- ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, პროფესორი
ელ-ფოსტა: nikoloz_tushabramishvili@iliauni.edu.ge - თანახელმძღვანელი: არჩილ მაღალაშვილი: archil.magalashvili@iliauni.edu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ.ჩოლოყაშვილის 3/5
თბილისი 0179
nikoloz_tushabramishvili@iliauni.edu.ge
ინსტიტუტები » ყველას ნახვა