განათლების კვლევების ცენტრი
განათლების კვლევების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტშორისი ერთეულია, რომელიც განათლების სფეროში კვლევების განხორციელებასა და განათლებაში აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ცენტრი 2024 წელს შეიქმნა ორი ფაკულტეტის - ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის - ერთობლივი ინიციატივით. მისი შექმნის მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც განათლებაზე მომუშავე მკვლევრები, სტუდენტები, ანალიტიკოსები თუ პრაქტიკოსები ერთად იმუშავებენ ქვეყანაში და რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო გამოწვევებზე.
ცენტრის საქმიანობა - კვლევა და სწავლება
ცენტრი აერთიანებს კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას და ქმნის შესაძლებლობებს როგორც კვლევებისთვის, ასევე საგანმანათებლო პოლიტიკის ანალიზსა და განათლების საკითხებზე ორიენტირებული საჯარო დისკუსიებისთვის.
ჩვენი ამოცანაა:
- ვაწარმოოთ სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი კვლევები განათლების სფეროში
- წავახალისოთ ინტერდისციპლინური კვლევები და სისტემური ანალიზი განათლებაში
- ხელი შევუწყოთ კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დამკვიდრებას
- შევქმნათ პროფესიული განვითარების სივრცე განათლების მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის
ცენტრი მხარს უჭერს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართულობას განათლების კვლევებში.
რას ვაკეთებთ
- ვახორციელებთ კვლევებს განათლების პოლიტიკის, მართვის, სწავლა-სწავლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით
- ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
- ვქმნით სივრცეებს საჯარო დისკუსიებისთვის, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის განათლების სექტორში არსებული საკვანძო საკითხებისა და სიახლეების გარშემო.
- ელენე ჯიბლაძე (დირექტორი, მ.შ.; განათლების სკოლა, ასოცირებული პროფესორი)
- ქეთი ცოტნიაშვილი (განათლების სკოლა, ასოცირებული პროფესორი)
- თამარ ბრეგვაძე (განათლების სკოლა, ასოცირებული პროფესორი)
- გიგა ხოსიტაშვილი (განათლების სკოლა, ასისტენტ-პროფესორი)
- გიორგი მელიქაძე (განათლების სკოლა, დოქტორანტი)
ინსტიტუტები » ყველას ნახვა