ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ეკუმენური კვლევის ცენტრი

ეკუმენური თეოლოგია ერთი-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი დარგია, რომელსაც აკადემიურ სივრცეში სათავე დაედო ჩემ მიერ შეთავაზებული კურსით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე რელიგიის კვლევების მიმართულების ფარგლებში. ეკუმენური თეოლოგია, ეკლესიათაშორისი ურთიერთობები და სხვადასხვა ქრისტიანული ტრადიციის მიერ ერთობისა თუ განსხვავების საკითხებში კონსენსუსის ძიება წარმოადგენს თანამედროვე დიალოგური კულტურის საუკეთესო მაგალითს. ეკუმენური თეოლოგიის ცენტრი, კერძოდ ამ დარგის განვითარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში აკადემიური დიალოგის განვითარებას ისეთ კომპლექსურ სფეროში, როგორიცაა რელიგია.

ცენტრი მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ასევე ადგილობრივად დარგთაშორისი კუთხით, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე ინსტიტუციებს შორის.

ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს, სწავლებისა და კვლევის შერწყმის საშუალებით, წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი დონის ამაღლებაში.

ამ დროისთვის ცენტრი სიამაყით აცხადებს, რომ 2022-2025 წლების განმავლობაში სტუდენტების სრული ჩართულობით, ინგლისური ენიდან ქართულად ითარგმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკუმენური ტექსტი ეკლესიოლოგიის სფეროში "ეკლესია: სწრაფვა საერთო ხედვისკენ" (ჟენევა, 2013). 

ცენტრის დამფუძნებელი წევრები არიან ეკუმენურ თეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესორები: მალხაზ სონღულაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი), კირილე ჰოვორუნი (სტოკჰოლმის უნივერსიტეტთან ასოცირებული წმინდა ეგნატეს თეოლოგიური ცენტრის პროფესორი ეკუმენიზმის მიმართულებით), რეგინა ელსნერი (მიუნსტერის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის აღმოსავლეთქრისტიანობისა და ეკუმენიზმის კათედრის გამგე), ფილოსოფიის დოქტორი პავლო ციმენიუკი (ლვოვის ეკუმენური ცენტრის დირექტორი 2019-2022 წლებში, ამჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი).

ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან თამარ გრძელიძე და მალხაზ სონღულაშვილი.

კონტაქტები

ეკუმენური კვლევის ცენტრმა კავშირი დაამყარა წმინდა ჯვრის ელინისტური კოლეჯის (ბრუკლინი, მასაჩუსეტსი, აშშ), მიუნსტერის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის (გერმანია), უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის (ლვოვი) ეკუმენურ ინსტიტუტებთან, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში ქრისტიანობის გლობალური ისტორიის კათედრასთან (ჰალე, გერმანია).

მაგისტრანტები

რელიგიის კვლევების მიმართულების სტუდენტებს ყოველ სემესტრში ეძლევათ საშუალება, აიღონ კურსი ეკუმენური ღვთისმეტყველებისა თუ დიალოგის კულტურის მიმართულებით, ქართულ ან ინგლისურ ენებზე.

2001-2013 წლებში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს რწმენისა და საეკლესიო წყობის განყოფილებაში მართლმადიდებელი თეოლოგის პოზიციაზე მუშაობისას ქალბატონი თამარ გრძელიძის რედაქტიიც გამოცემულია:

  • Sources of Authority: The Early Church, Volume 1, Papers from the Faith and Order Consultation on The Teachers and Witnesses of the Early Church: a common source of authority, variously received? 1st-6th September 2008, Cambridge, United Kingdom, Faith and Order Papers no. 217, edited by Tamara Grdzelidze (Geneva: WCC Publications, 2014)
  • Sources of Authority: Contemporary Sources in the Church, Volume 2, Papers from the Faith and Order Consultation on Sources of Authority in our Churches at Present, Reflections from Where we are No, 22 June-2 July, 2011, Moscow, Russia, Faith and Order Paper no. 218, edited by Tamara Grdzelidze (Geneva: WCC Publications, 2014)
  • Reading the Gospels with the Early Church: A Guide, Faith and Order Paper no. 213, edited by Tamara Grdzelidze (Geneva: WCC Publications, 2013)
  • A Cloud of Witnesses, Opportunities for Ecumenical Commemoration, eds. Tamara Grdzelidze & Guido Dotti, Faith and Order Paper No. 209 (Geneva: WCC Publications, 2009)
  • BEM at 25: Critical Insights into a Continuing Legacy, eds. Thomas F. Best & Tamara Grdzelidze, Faith and Order Paper No. 205 (Geneva: WCC Publications, 2007)
  • One, Holy, Catholic and Apostolic: Ecumenical Reflections on the Church, edited by Tamara Grdzelidze, Faith and Order Paper No. 197 (Geneva: WCC Publications, 2005)

2000 წელს ქართულ ენაზე გამოიცა ეკლესიის საზღვრები: მართლმადიდბელი ღვთისმეტყველები ეკუმენიზმის შესახებ, მართლმადიდებელი ავტორების სტატიების კრებული ეკუმენური ღვთისმეტყველების მიმართულებით.

ეკუმენიზმის თემაზე  გამოქვეყნებული სტატიები:

  • რწმენისა და საეკლესიო წყობის’  (Faith and Order) მეექვსე მსოფლიო კონფერენცია, ოქტომბერი 2025, სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში ‘საბა’ (იანვარი 2026)
  • “Receptive Ecclesial Learning through Ecumenical Engagement: an Orthodox Perspective”, Receptive Ecumenism as Transformative Ecclesial Learning: Walking the Way to a Church Re-formed, edited by Paul D. Murray, Gregory A. Ryan and Paul Lakeland (Oxford University Press, 2022)
  • “Divisions Beyond Differences: An Orthodox Reflection on the Ecumenical Pilgrimage of Justice and Peace”, in Walking Together. Theological Reflections on the Ecumenical Pilgrimage of Justice and Peace, eds. Susan Durber and Fernando Enns (Geneva: WCC Publications, 2018)
  • “Orthodox in the Ecumenical Movement” in The Oxford Handbook of Ecumenical Studies, eds. Geoffrey Wainwright, Paul McPartlan (Oxford: OUP, 2018, online version)
  • “The Church” in Systematic Theology and Climate Change: Ecumenical Perspectives, eds. Michael S. Northcott, Peter Manley Scott (Routledge, 1914)
  • “Current Theological Issues and Challenges for Women’s Ministry in the Church”, in Many Women Were Also There, The Participation of Orthodox Women in the Ecumenical Movement, eds. Eleni Kasselouri-Hatzivassilliadi, Fulata Mbano Moyo & Aikaterini Pekridou (Geneva: WCC Publications, 2010)
  • “From Bangalore to Bose”, in: A Cloud of Witnesses, Opportunities for Ecumenical Commemoration, eds. Tamara Grdzelidze and Guido Dotti, Faith and Order Paper No. 209 (Geneva: WCC Publications, 2009)
  • “Ecclesiology and Shared Identity,” in: BEM at 25: Critical Insights into a Continuing Legacy, eds. Thomas F. Best and Tamara Grdzelidze, Faith and Order Paper No. 205 (Geneva: WCC Publications, 2007)
  • “The Holiness of a Human Being: A Mark of Christian Spirituality,” in Orthodox and Wesleyan Ecclesiology, edited by S.T. Kimbrough, Jr. (Crestwood: SVS Press, 2007)
  • “A Theological Reflection on Being the Church,” in Women's Voices and Visions of the Church, Reflections of Orthodox Women, eds. Christina Breaban, Sophie Deicha & Eleni Kasselouri-Hatzivassiliadi (Geneva: WCC Publications, 2006)
  • “The Presence of the Holy Spirit in Ecumenical Convergence Text on Ecclesiology,” in Der Heilige Geist im Leben der Kirche, Forscher aus dem Osten und Western Europas and den Quellen des gemeinsamen Glaubens, (Pro-Oriente-Studientagung “Der Heilige Geist bei den griechischen und lateinischen Kirchenvätern im ersten Jahrtausend,” Vienna, 2003), eds. Ysabel de Andia & Peter Leander Hofrichter (Vienna, 2005)
  • “The Authority of Scriptural Interpretation: An Orthodox Perspective on the Positions of John Wesley and Modern Methodism,” in Orthodox and Wesleyan Scriptural Understanding and Practice, ed. ST Kimbrough, Jr.,(Crestwood: SVS Press, 2005)
  • Relations œcuméniques des Églises orthodoxes: Réflexion systématique et contextuelle”, Contacts, Revue Française de l’Orthodoxie, No. 243, Juillet-Septembre 2013, 501-518.
  • “God in Your Grace Transform the World: Bible Study on 2 Corinthians 3:18,” The Ecumenical Review, 56, no. 3 (July 2004) 327-333.
  • “Once More on ‘The Limits of the Church’ by Fr. George Florovsky: Using the Principle of Oikonomia in Ecumenical Discussions,” The Ecumenical Review, 56, no. 2 (April, 2004) 234-246.

ცენტრის დამფუძნებელი წევრები არიან ეკუმენურ თეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესორები: მალხაზ სონღულაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი), კირილე ჰოვორუნი (სტოკჰოლმის უნივერსიტეტთან ასოცირებული წმინდა ეგნატეს თეოლოგიური ცენტრის პროფესორი ეკუმენიზმის მიმართულებით), რეგინა ელსნერი (მიუნსტერის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის აღმოსავლეთქრისტიანობისა და ეკუმენიზმის კათედრის გამგე), ფილოსოფიის დოქტორი პავლო ციმენიუკი (ლვოვის ეკუმენური ცენტრის დირექტორი 2019-2022 წლებში, ამჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი).

tamara.grdzelidze@iliauni.edu.ge

იხ. დამატებითი ბმული


ინსტიტუტები » ყველას ნახვა