
კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა – „STEM კვლევისა და დიპლომისშემდგომი განათლების მხარდაჭერა საქართველოში“
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისათვის გამოცხადდა სადოქტორო კვლევის მხარდაჭერის პროგრამა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განმტკიცებას; ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობის შესაძლებლობის საერთაშორისო დონეზე გაზრდას; ქართველ და ამერიკელ აკადემიკოსებსა და მკვლევრებს შორის ურთიერთობის გაზრდას და ქართველ მეცნიერთა ხელმძღვანელობასა და წვრთნას, რათა შეძლონ STEM სფეროებში კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება საქართველოსა და დასავლეთის აკადემიურ რეცენზირებულ ჟურნალებში.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს მიეცემათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-24-თვიანი ვიზიტების შესაძლებლობა.
საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის შესახებ ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრის დრო: 19 მარტი, 20:00 საათი
შეხვედრის ბმული.
პროგრამისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფრომაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ დანართი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19 აპრილი, 2021 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ: sigproject.sdsu@gmail.com; პასუხები საჯაროდ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: www.sig.sdsu.edu.ge