
3-12 წლის ასაკის ენობრივი დარღვევის მქონე ბავშვების შეფასებისა და ჩარევის 15 უფასო სესია
2022-09-06
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში გთავაზობთ ენობრივი განვითარების შეფერხების ან დარღვევის მქონე 3-დან 12 წლამდე ბავშვების შეფასებისა და თერაპიის სერვისს.
ენობრივ შეფერხებასა და/ან დარღვევაში იგულისხმება:
- ენის გაგებასთან დაკავშირებული სირთულე; მოსმენილთან ან წაკითხულის გაგებასთან დაკავშირებული სირთულე;
- ენის გამოხატვასთან დაკავშირებული სირთულეები: დაგვიანებული მეტყველება, სიტყვების გახსენების სირთულე, მწირი ლექსიკა, წინადადების აგებისა და ჩამოყალიბების სირთულე და ა.შ.;
- კითხვის წინარე უნარებთან დაკავშირებული და ენაზე დამოკიდებული სწავლის სირთულეები.
ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულების სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრებისა და პროგრამის ხელმძღვანელის სუპერვიზიით
- შეაფასებენ ენობრივი უნარების განვითარებას.
- ჩაატარებენ თერაპიას.
- გასცემენ წერილობით რეკომენდაციებს.
კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში სერვისს მიიღებთ უსასყიდლოდ (ჯამში 15 სესია).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 2022 წლის 23 სექტემბრამდე. ადგილები შეზღუდულია – შესაძლებელია მხოლოდ 18 ბავშვის მიღება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
593344531
nino.tsintsadze@iliauni.edu.ge