
გამოცხადდა კონკურსი ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ლაბორატორიებზე წვდომის მოპოვებისა და სპეციალური გადამზადებისათვის!
მკვლევარების გადამზადებისა და მათი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) აცხადებს კონკურსს, რომელიც გულისხმობს ერთობლივი კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ლაბორატორიებზე და ინფრასტრუქტურაზე ფიზიკური წვდომის შესაძლებლობას და მონაწილე მეცნიერ-მკვლევარების გადამზადებას.
კონკურსი მოიცავს გადამზადების კურსებს შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებში:
- ქიმია;
- ბიომეცნიერებები;
- ფიზიკურიმეცნიერებები;
- ინფორმაციულიდა საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ. გვერდი.
JRC კონკურსის ფარგლებში ფიზიკური წვდომისთვის გახსნილია შემდეგი სამი ლაბორატორია:
- Hopkinson Bar Facility (HopLab) სადაც შეისწავლით ისეთ მასალებსა და სტრქუტურულ კონპონენტებს, როგორიცაა დარტყმა და აფეთქება. ჰოპკინსონის ლაბორატორია იძლევა საშუალებას შეისწავლოთ და დააკვირდეთ მასალების ქცევას დეფორმაციის მაღალი სიჩქარის პირობებში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე (მაისი/ივნისი, 2023)
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
- Reaction Wall Facility (ELSA Reaction Wall)
ლაბორატორიაში შეძლებთ რეალური ზომის ნიმუშების სტრუქტურის საიმედოობის შეფასებას მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი/ხელოვნული საფრთხეების წინაღმდეგ.
ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე (სექტემბერი, 2023)
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 31 მარტი, 2023.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
- ნანობიოტექნოლოგიისლაბორატორია (JRC Nanobiotechnology Laboratory)
მულტიდისციპლინური კვლევების ჩასატარებლად აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით. ფოკუსირებულია ნანომასალების, ნანომედიცინის, მოწინავე მასალების და მიკრო (ნანო) პლასტმასის დახასიათებაზე.
ტრენინგის ხანგრძლივობა 5 დღე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 30 აპრილი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
კონკურსში გამარჯვებისა და სპეციალური გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა JRC კვლევითიინფრასტრუქტურის სხვა ლაბორატორიებშიც მოიპოვონ ღია წვდომა.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა
შევსებული განაცხადი გადააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: JRC-RI-TRAINING-CB@ec.europa.eu