ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

საზაფხულო სკოლა ბირთვული დეკომისიისა და რადიაციული ნარჩენების მენეჯმენტის საკითხებზე

2023-02-23

ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) მაგისტრატურის (MSc) და დოქტორანტურის სტუდენტებს სთავაზობს ბირთვული დეკომისიისა და რადიაციული ნარჩენების მენეჯმენტის საკითხებზე 5 დღიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას (Decommissioning Summer School (DSS) რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 10-14 ივლისს იტალიის ქალაქ ისპრაში.

კურსი გათვლილია სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს სწავლის პირველი ეტაპი ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

საზაფხულო სკოლაში გაივლით 5-დღიან ტრენინგს, სადაც შეიწავლით:

  • ბირთვული დეკომისიის და რადიაციული ნარჩენების მენეჯმენტის საკითხებს
  • ბირთვული დანადგარებსა და მნიშვნელოვან ილუსტრაციულ მასალას.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა იძლევა საშუალებას ჩაერთოთ ძალიან საინტერესო ტრენინგში და ადგილზე შეისწავლოთ ბირთვული დანადგარები და ილუსტრაციული მასალები (მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.)

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • JRC ფარავს კურსის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს;
  • მგზავრობის ხარჯები შესაძლოა ნაწილობრივ ანაზღაურდეს ევროკავშირის ENEN2plus პროექტის დახმარებით;
  • კურსი არაა გათვლილი სტუდენტებზე, რომლებსაც პროფესიული მუშაობიდან აქვთ სტაბილური შემოსავალი;
  • მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა რომელიც უნდა გააგზავნონ სტუდენტურ ბარათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: JRC-DSS@ec.europa.eu

განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 2023 წლის 30 აპრილი, 23:59 CEST.

მონაწილეობის შესახებ დეტალები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.