
შექმენი პროფესიული სამეცნიერო ქსელი COST Open Call კონკურსის დახმარებით
თუ გსურთ მოახდინოთ სამეცნიერო კავშირების დამყარება ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ თქვენს სფეროში მომუშავე სხვა მეცნიერებთან, გაუზიაროთ ცოდნა და ერთად განავითაროთ ინოვაციური იდეები, COST (ევროპის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობა) გაძლევთ შესაძლებლობას Open Call კონკურსის ფარგლებში წარადგინოთ განაცხადი ნებისმიერი თემატიკით და მიიღოთ შესაბამისი დაფინანსება.
COST-ში მონაწილეობა ასევე, ერთ-ერთი ხელმშემწყობი ფაქტორია ფართომასშტაბიან კვლევით კონკურსებში მომზადებული კონსორციუმით კვლევითი განაცხადის წარდგენისათვის (როგორიცაა „ჰორიზონტი ევროპა“-ს მეორე სვეტის თემატური კლასტერები და სხვ.).
მნიშვნელოვანი დეტალები COST Open Call-თვის:
• COST Open Call განაცხადი უნდა წარდგენს მინიმუმ შვიდი (7) COST წევრი (Full or Cooperating Members) ქვეყნის ერთობლიობით;
• განაცხადის წარდგენ ქვეყნების მინიმუმ 50% უნდა იყოს COST ინკლუზიური სამიზნე ქვეყანა (COST Inclusiveness Target Countries)
• თითოეულ განცხადებელს (პერსონალურად) უნდა ჰქონდეს e-COST რეგისტრაცია გავლილი;
• განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს SESA (proposal submission, evaluation, selection and approval) წესებს
პრიორიტეტული საკითხები:
• მულტი და ინტერდისციპლინური თანამშრომლობა
• გენდერული ბალანსის დაცვა
• ახალგაზრდა მეცნიერების (40 წლამდე მეცნიერი) ჩართულობა
COST Open Call განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი, 2023 (შუადღის 12 საათი CEST)
COST მეცნიერებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, ინდივიდუალურად მიუერთდნენ უკვე დაფინანსებულ და მიმდინარე მათთვის სასურველ აქტივობებს (იხ. ჩამონათვალი).