
"ჰორიზონტი ევროპა" პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობები
2023-03-09
კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" ინსტიტუციური მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის გაზრდის ხელშეყობის მიზნით, 7 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევების კოორდინაციის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა "ჰორიზონტი ევროპა" პროგრამის დაფინანსების სქემები და მასში მონაწილეობის ინდივიდუალური შესაძლებლობები.