ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

Big Data from Space (BiDS) კონფერენცია

2023-03-17

6-9 ნოემბერს Big Data from Space (BiDS) ვენაში საკონფერენციო შეხვედრას ჩაატარებს.

კონფერენციის Მთავარი მიზანია შეისწავლოს, თუ როგორ შეუძლია კოსმოსურ მონაცემებზე დაფუძნებულმა ხედვამ შექმნას მყარი საფუძველი მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების მისაღებად და დაეხმაროს საზოგადოების ისეთ გლობალურ პრობლემებს გადაჭრაში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, მდგრადობა და სამოქალაქო უსაფრთხოება.
 
ნაშრომებისა და საკონფერენციო პრეზენტაციების ატვირთვის ბოლო ვადა არის  2023 წლის 16 ივნისი.  იხ. ბმული: https://www.bigdatafromspace2023.org/paper-poster-submission

ასევე, შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი იდეები ტუტორიალისთვის, ჰაკათონებისთვისა და სატელიტური ღონისძიებებისთვის შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://www.bigdatafromspace2023.org/satellite-events

ატვირთულ ნაშრომებს განიხილავს საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრები