
კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი
2023-03-19
გამოცხადდა 2020 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი.
კონკურსის მიზანია:
ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;
ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.
კონკურსის ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსნტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
- მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
- კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
- საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;
- ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:
-
- სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;
- ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.
- კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება;
- გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძების ამსახველი მასალები.
კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:
- ელექტრონული რეგისტრაცია – 2023 წლის 1-ელი მარტიდან - 7 აპრილის 16:00 საათამდე;
- ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2023 წლის 11 აპრილის 16:00 საათამდე.
სრული ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს!