
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
კონკურსის ძირითადი პირობები:
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე (2023 წლის 2 მარტამდე) ბოლო 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.
კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
- ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
- ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს საქართველოში ან უცხოეთში მოღვაწე კონსულტანტ(ებ)ი;
- პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.
ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში- 2023 წლის 7 მარტიდან - 2023 წლის 20 აპრილის 16:00 საათამდე;
- ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 10 მარტი, 22 მარტი, 11 აპრილი 16:00 საათი (კონსულტაციებზე დასასწრებად გადადით ბმულზე :
https://us02web.zoom.us/j/8159309443?pwd=WUtQYm1CaW8rbFoxbFBtMUNuRTl6dz09
Meeting ID: 815 930 9443
Passcode: iZ0KLx - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა- 2023 წლის 14 აპრილი;
- კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში-2023 წლის 27 აპრილის 16:00 საათამდე.
სრული ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული!