
“ქალები მეცნიერებაში“ - კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად განსაკუთრებული მიღწევებისათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით
2023-03-20
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2023 წლის პრემიის კონკურსს “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
2023 წლის 20 მარტიდან - 18 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge
2023 წლის 21 აპრილის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
4 აპრილი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (ბმული გამოქვეყნდება შეხვედრის წინა დღეს).
კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილებთ ბმულზე!