ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

საინფორმაციო დღე - ჰორიზონტი ევროპას European Innovation Council (EIC) კონკურსების შესახებ

2023-03-20

ოთხშაბათს, 22 მარტს ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართება  ევროპული ინოვაციების საბჭოს (European Innovation Council (EIC)) სამუშაო პროგრამის შესახებ საინფორმაციო დღე.

შეხვედრაზე განხილულ იქნება EIC დაფინანსების 2 ძირითადი სქემის - EIC Pathfinder and EIC Accelerator მონაწილეობის შესაძლებლობები. სადაც, ქართველ მომხსენებლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიისა და ევროპული ინოვაციების საბჭოს მცირე და საშუალო ბიზნესის აღმასრულებელი სააგენტოს (EISMEA) ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.

შეხვედრის ფორმატი: ონლაინ
შეხვედრის დრო: 22 მარტი, 14:00 საათი

ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად გადადით zoom ბმულზე!