
ჯანმრთელობის მიმართულებით ჰორიზონტი ევროპას კონკურსების შესახებ საინფორმაციო დღე
2023-05-24
ევროკომისიის ორგანიზებით 1 ივნისს ჩატარდება ევროპის კვლევებისა და ინვაცოების ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი ევროპა პირველი კლასტერის (ჯანმრთელობა) საინფორმაციო დღე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ პირველი კლასტერის სამუშაო პროგრამის 2024 წლის საკონკურსო თემებს და დასვათ კითხვები.
შეხვედრა ვირტუალურია და დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს.
2 ივნისს ევროკომისიისა და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელის ორგანიზებით ჩატარდება საშუამავლო ღონისძიება, რომელიც საერთო ინტერესის მქონე პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა ჯანმრთელობის მიმართულების კონკურსში მონაწილეობისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს. საბროკერო ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 29 მაისი.