
ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვებინარი ქართველი მკვლევარებისთვის
2023-05-23
ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ 31 მაისს გაიმართება ვებინარი ERC დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ კონკრეტულად საქართველოში მყოფი მკვლევარებისთვის.
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე ონლაინ ფორმატში.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დასარეგისტრირებლად, ისარგებლეთ ბმულით
ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტი სამეცნიერო სივრცეში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გრანტად, რომელიც მკვლევარებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან აძლევს შესაძლებლობას სფეროს შეუზღუდავად მიიღონ მაქსიმუმ 14 მილიონამდე დაფინანსება ბრწყინვალე კვლევის განსახორციელებლად ევროკავშირის წევრ ან ჰორიზონტი ევროპასთან ასოცირებულ ქვეყანაში.