
ჰორიზონტი ევროპას საგრანტო კონკურსის - Twinning სქემის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
ჰორიზონტი ევროპას კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Widening მიმართულებით გამოცხადებული ორი საგრანტო კონკურსის - Twinning: Bottom-Up და Twinning: Green Deal შესახებ 21 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.
დაფინანსების სქემის Widening ნაწილი უზრუნველყოფს კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით ნაკლებად წარმოჩენილი ქვეყნების ხელშეწყობას სეპციალურად გამოყოფილი ფონდის მეშვეობით.
Widening მიმართულებებით გამოცხადებულია 100 საგრანტო კონკურსი, შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც Widening ქვეყნის სტატუსის მქონე მონაწილისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა დაფინანსების მოსაპოვებლად.
შეხვედრას წარუძღვება ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP) - ნინო როდონაია.
შეხვედრა გაიმართება დისტანციურად.
ზუმის ლინკი: https://zoom.us/j/6760111425?pwd=czJ6R0hWcFBVdWo1bzl0dFFnc3ZIUT09