ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

ჰორიზონტი ევროპას თემატური კონკურსების - "სამოქალაქო უსაფრთხოება და საზოგადოება" შესახებ საინფორმაციო დღე

2023-09-04
ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, 5 სექტემბერს 16:00 საათზე ჩატარდება ევროპის კვლევებისა და ინვაცოების ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი ევროპა მესამე კლასტერის - " საზოგადოების სამოქალაქო უსაფრთხოება" (Sivil Security for Society) საინფორმაციო დღე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ აღნიშნული თემატური კლასტერის სამუშაო პროგრამის 2024 წლის საკონკურსო თემებს და დასვათ კითხვები.

შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში "თიმსის"პლატფორმის მეშვეობით.
მონაწილეობის მისაღებად ისარგებლეთ ბმულით.
 
იხ. შეხვედრის დღის წესრიგი