“International Excellence School“-ში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება დაიწყო
„ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD)“ პროექტის ფარგლებში, დაიწყო „International Excellence School”-ში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება.
International Excellence School მიზნად ისახავს ადრეული კარიერის მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადებას კვლევის მართვისა და ინოვაციის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.
მონაწილეობა შეუძლია ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.
International Excellence School-ის თემატიკა შეეხება განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ საკითხებს:
• საპროექტო შეთავაზებების შემუშავებას საგრანტო კონკურსებისათვის;
• საკონკურსო პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკებს;
• საკონკურსო პროექტების ფინანსურ ასპექტებს.
მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა: 28 ნოემბერი, სამშაბათი, 16:00 საათი.
მონაწილეთა შერჩევა: 11 დეკემბერი, 2023
ღონისძიების ჩატარების დრო: 26-28 იანვარი, 2024 წ. (პარასკევი-კვირა)
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ბმულზე იხილოთ დეტალური ინფორმაცია პირველი International Excellence School-ისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ.