მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულკულტუროლოგიური ასპექტები)“
დაიწყო განაცხადების მიღება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2024 წლის 24-30 მაისს.
მონაწილეობა შეუძლია ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.
საგაზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს:
1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”;
2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული);
3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული);
5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა;
6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.
სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს.
სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.
პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.
საგაზაფხულო სკოლის შესახებ სრული ინფორმაციისთვის, იხილეთ წერილი.
შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ირინა გოგონაია, ტელ.: 577 79 54 54 E-mail: irinagogonaia@manuscript.ge ასევე მისწეროთ ცენტრს abkhazia.school@manuscript.ge, info@manuscript.ge