
SATREPS – საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამა მდგრადი განვითარებისათვის
იაპონიის მთავრობა აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო პროგრამაში – „Science and Technology Research Partnership for Sustainable Development (SATREPS)“.
პროგრამა მხარს უჭერს იაპონიასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთობლივ კვლევებს, რომლებიც გლობალურ პრობლემებზეა ორიენტირებული – მათ შორის კლიმატის ცვლილება, ენერგია, ბიორესურსები, კატასტროფების პრევენცია და ინფექციური დაავადებები.
SATREPS-ის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა და კვლევის შედეგების გამოყენება საზოგადოებრივი სარგებლისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2025 წლის 1 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.jst.go.jp/global/english/koubo/selection_process.html
ან დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. მისამართზე:
research.office@iliauni.edu.ge