Coara Boost ინსტიტუციური პროექტის ფარგლებში შეხვედრა განათლებისა და ტექნოლოგიების სკოლებთან
2025-03-19
CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2025 წლის 20 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლებისა და ტექნოლოგიების სკოლების წარმომადგენლებთან, დეკანებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები, მიმდინარეობა და მისი მნიშვნელობა უნივერსიტეტში კვლევის დაგეგმვისა და შეფასების პრაქტიკის რეფორმირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური შეფასების, კარიერული განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესების ურთიერთკავშირს.