ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

CoARA Boost პროექტის წარდგენა რექტორსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან

2025-09-24

2025 წლის 25 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ პრეზენტაცია რექტორისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის — ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დეკანებისთვის.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის  ძირითადი მიგნებები და გამოვლენილი გამოწვევები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევის შეფასების ინსტიტუციურ მართვაზე, წახალისების მექანიზმებზე და კვლევის შეფასების უნივერსიტეტის სტრატეგიულ დაგეგმვასთან ინტეგრირების საკითხებზე.

დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა რაოდენობრივ ინდიკატორებზე დაფუძნებული შეფასებიდან უფრო მონაწილეობით, ხარისხზე და კონტექსტზე ორიენტირებულ მოდელებზე გადასვლის მნიშვნელობა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაადასტურა პროექტისადმი მხარდაჭერა და მისი როლი კვლევის შეფასების რეფორმის გრძელვადიან პროცესში.