ვორქშოფები CoARA Boost პროექტის ფარგლებში
2025-12-07
2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, CoARA Boost პროექტის “Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოფების სერია ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის ძირითადი შედეგებისა და მიგნებების წარდგენა და განხილვა.
შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგები და ახალი მონაწილეობითი კვლევის შეფასების მოდელის ძირითადი ელემენტები, მათ შორის — ნარატიული და ხარისხზე ორიენტირებული შეფასების კომპონენტები. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში აკადემიური საქმიანობის მრავალფეროვანი ფორმების უკეთ აღიარების გზებზე.


