სამეცნიერო ჟურნალი საქართველოდან Ethnobotany Research and Applications. A Journal of Plants, People and Applied Research Scopus-ის სამეცნიერო ბაზაში ყ
SCOPUS-ის საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების ბაზაში ამ ეტაპზე საქართველოდან ინდექსირებულ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ჟურნალებს შორის ყველაზე მაღალი ციტირების მაჩვენებელი აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ჟურნალს Ethnobotany Research and Applications. A Journal of Plants, People and Applied Research. მისი ციტირების მაჩვენებელია 3.9.
ჟურნალში იბეჭდება ეთნობოტანიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროში მიმდინარე აქტუალური კვლევები. ჟურნალის სამეცნიერო რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ვ. ბუსმანი. გამომცემლობა Springer-ის მთიანი რეგიონების ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი, 2017 წლიდან ხელმძღვანელობს ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკის კვლევით ცენტრს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით პროფესორი ბუსმანი სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ში შედის, 88 725 ავტორიდან 310-ე ადგილზეა.
ჟურნალის ბმული: https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/index