ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი CoARA-ს პირველი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

2024-11-07

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა პროექტის CoARA Boost დაფინანსების პროგრამაში. ინსტიტუციური საპილოტე პროექტის მიზანია ახალი მონაწილეობითი მოდელისა და მრავალფეროვანი და მოქნილი კრიტერიუმების გამოყენებით ციკლური შეფასების პროცესის პილოტირება.

Coalition for Advancing Research Assessment (CoARA) იმ ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც მხარს უჭერს  კვლევითი საქმიანობის შეფასების მეთოდების და პროცესების განვითარებას.  2024 წელს ილიაუნი  გახდა  კოალიციის წევრი და კვლევის შეფასების რეფორმირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი. 700-ზე მეტი  კვლევითი ორგანიზაცია, დამფინანსებელი, პროფესიული საზოგადოებები და ასოციაციები იზიარებენ საერთო ხედვასა და სახელმძღვანელო პრინციპებს კვლევის, მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასებისთვის რეფორმის განსახორციელებლად.

2024 წლის  CoARA Boost პროექტის პირველი  საგრანტო კონკურსის ფარგლებში 63 შეფასებული პროექტიდან  25 დაფინანსდა.  ამ პროექტების  მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას, ინსტიტუტებში ახალი ინიციატივების პილოტირებას და ხანგრძლივი ინსტიტუციური ცვლილებების უზრუნველყოფას. დაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.