ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

მზექალა შანიძისთვის ილიას მედლისა და სამეცნიერო პრემიის გადაცემა

2026-01-21

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ქართული მეცნიერების ეპოქალური სახე, სამოქალაქო ავტორიტეტით გამორჩეული მეცნიერი მზექალა შანიძე 2026 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდება ილიას მედლითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიით.