ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

სიახლეები

თოთხმეტმა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა

2022-01-26

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 14-მა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:

  • ეკატერინე ვეშაპიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „თვითსტიგმის კავშირი კეთილდღეობის მაჩვენებლებთან ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებში“
  • სოფიო ხოხონიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „PICK1 და DAT ცილების ურთიერთქმედების როლი პ-კრეზოლის ზემოქმედებით გამოწვეული დეპრესიის მოლეკულურ მექანიზმში“
  • თორნიკე მკალავიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „აბულმუქის, საზანოს და ნარლი დარას შუაპალეოლითური ღია ადგილსაპოვებლების ინტერდისციპლინური კვლევა“
  • ნინო ხუციშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების  ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „ელინისტური ხანის კოლხური კერამიკული ჭურჭლის კვლევა ნოქალაქევის არქეოლოგიური მასალების მიხედვით“
  • გიორგი ჩილინგარაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „მიელოპროლიფერაციული და მიელოდისპლაზიური დაავადებების შემდგომ განვითარებული მწვავე მიელოდიური ლეიკემიის რისკ მუტაციების შეფასება ქართულ პოპულაციაში“
  • ნანა ზარდიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „აქრონიული სინამდვილის მოდელები თანამედროვე ქართულსა და იტალიურ რომანში“
  • მედეა ბარბარიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „ინდივიდის ფსიქოლოგიური თავისებურებები და პანდემიასთან გამკლავება“
  • ლუკა ხარხელაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „მიოინოზიტოლის ზეგავლენა ეპილეპტოგენეზით გამოწვეული ინფლომოსომის კომპლექსის ექსპრესიაზე ვირთაგვების ტვინში“
  • ანი გაბრიჭიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „მდინარე იორის იქთიოფაუნა: თანამედროვე მდგომარეობა და სახეობათა მოწყვლადობის შეფასება“
  • ანა მანჯიკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „კლდის ხვლიკების (გვარი-Darevskia) საკონტროლო ფილოგენიის აგება ბირთვულ მარკერებზე დაყრდნობით“
  • ნათია ცაბაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „მოკლე პერიოდული ციკლები მზის მსგავსი ვარსკვლავის აქტივობაში“
  • ნინო ჩოჩელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „რეტინოიდის მჟავასთან დაკავშირებული ორფან რეცეპტორ-ალფა (RORA) და იმპრიტინგის რეკოგნიციული მეხსიერება შინაურ წიწილებში“
  • ლიკა ლოლაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „ქალის უფლებები ადიღე ხაბზესა და დაღესტნურ ადათობრივ სამართლში - ქალის კულტურულ-პოლიტიკური როლი კავკასიაში“
  • დავით წიკლაური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი) პროექტი „გაგრა-ჯავის რღვევის რაჭა-ლეჩხუმის სეგმენტის დეფორმაციული ველის ანალიზი“

კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. 

 

ვულოცავთ მაგისტრანტებს  ამ მნიშვნელოვან  წარმატებას !