
2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 14–მა პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:
- ლალი გულედანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “ებრაელთა თვალით დანახული საქართველო: ისრაელში გამოცემული ქართული ბეჭდური პროდუქციის არქივაცია და ლიტერატურულ-ენობრივი ანალიზი”
- თეიმურაზ ზაქარაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “მოკლე პერიოდიანი აქტიურობის ციკლები მზის ტიპის ვარსკვლავებში”
- გიორგი დალაქიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “ნეიტრალური ქარით სპორადული E(Es) ფენის ფორმირების და ლოკჯალიზაციის თეორია ელექტრული ველის არსებობისას”
- დავით დარჩიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “ეროვნული ელიტები და იმპერია: ქართული და პოლონური შემთხვევების შედარებითი ანალიზი”
- გიორგი სანიკიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)”
- მზია ჟვანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “თეთრი ხმაურის ეფექტი თავის ტვინის ფუნქციაზე და ნეიროტრანსმიტერის გამოყოფის მანქანაზე”
- ია შენგელია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “სეისმური ტალღების დაცხრომის, კერის პარამეტრებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებების შესწავლა საქართველოს მიწისძვრებისათვის”
- ირმა ყარაულაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის”
- რუსუდან გერსამია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “მეგრული ენის ანოტირებული კორპუსი ფორმალური გრამატიკითა და ელექტრონული ლექსიკონით”
- ერეკლე გამყრელიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “საქართველოს (კავკასია) მნიშვნელოვანი გეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევა იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელში ჩართვის მიზნით”
- შალვა ბარჯაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი) პროექტი “საქართველოს ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) კვლევა თანამედროვე მიდგომების გამოყენებით”
- თამაზ გაბისონია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “ქართული ტრადიციული მუსიკის სტრუქტურული ელემენტები”
- გიორგი გამყრელიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “მიოინოზიტოლი და ეპილეპტოგენეზის პრევენცია: ფარმაკოლოგია, ელექტროფიზიოლოგია და მოლეკულური ბიოლოგია”
- ნადეჟდა ჯაფარიძე (სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელმოვნების ფაკულტეტი) პროექტი “მღრღნელების პროპიონის მჟავას აუტიზმის მოდელი: სოციალური თავის ტვინი - ნანოანალიტიკური მიდგომა სპეციალური აქცენტით ნეირონულ პოროსომაზე”
კონკურსის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.