
დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში
კვლევის მიზანს წარმოადგენს ირანის არქივებსა და წიგნთასაცავებში (ირანის სახელმწიფო არქივი და ბიბლიოთეკა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი, გოლესთანის სასახლე-მუზეუმის არქივი, თეირანისა, ისფაჰანის და გილანის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, ყუმის აიათოლა მარაშის ბიბლიოთეკა და სხვ.) საქართველოს შესახებ არსებული მასალების მოძიება. კვლევის ამოცანას შეადგენს მოძიებული სხვადასხვა ტიპის პირველწყაროების წყაროების კლასიფიცირება, კატალოგიზაცია, ქართულ და ინგლისურ ენაზე თარგმნა, შესწავლა და გამოქვეყნება. ამგვარი სამუშაოს განხორციელება – სამეცნიერო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი მასალების თარგმნა, შესწავლა და გამოქვეყნება – უდავოდ გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას როგორც საქართველოს ისტორიული წარსულის, ისე საქართველო-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ნახუცრიშვილი
პროექტები » ყველას ნახვა