ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2022-01-01 - 2023-12-31

ეროვნული ელიტები და იმპერია: ქართული და პოლონური შემთხვევების შედარებითი ანალიზი

კვლევითი პროექტის მიზანია იმპერიულ და პოსტ-იმპერიულ რუსეთთან ქართული მმართველი კლასის/პოლიტიკური ელიტის ურთიერთობების ანალიზი პოლონურ ანალოგთან შედარების ფონზე. კვლევის ფარგლებში მიმოხილული იქნება ხანგრძლივი პერიოდი მე-18 საუკუნის ბოლოდან დღემდე. პოსტ-კოლონიური და საბჭოთა/პოსტ-საბჭოთა აკადემიური კვლევების ფარგლებში აკუმულირებული ვარაუდებისა თუ მოდელების, ისევე როგორც  ელიტების თეორიის ფარგლებში შექმნილი ინტერპრეტაციების გამოყენებით, პროექტის განხორციელებით შეიქმნება კოლექტიური ნაშრომი, რომელიც მიეძღვნება ქართული საზოგადოების გავლენიანი ნაწილის მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის საკითხში. მკვლევართა მიდგომის არსი ისტორიზმია, ანუ იმის გაცნობიერება, რომ განსხვავებული ეპოქების, ამ ეპოქებში მოქმედი თაობების გაიგივება, მათი შეფასება თანამედროვე მორალურ-პოლიტიკური ღირებულებების გამოყენებით ანაქრონიზმია. პროექტის კონკრეტული ამოცანაც და მეთოდიც ისაა, რომ გამოიკვეთოს ქართული მმართველი კლასების ნაირფერი და გარდაუვლად ტრანსფორმირებადი სოციალური, იდეური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური მოტივების ბალანსი, რაც განსაზღვრავდა მათ დამოკიდებულებას ცარისტული, საბჭოთა და პოსტ-იმპერიული რუსეთის მიმართ.


პროექტები » ყველას ნახვა