ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2021-01-01 - 2023-12-31

დონორების დომინირების პოლიტიკური ეკონომიკა - საქართველოს შემთხვევა (2012-2020)

განმახორციელებელი:: გიორგი ხიშტოვანი

განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, დასავლური განვითარების მოდელის და ადგილობრივი
თავისებურებების გავლენის ქვეშ, საქართველოში ვიღებთ რეალობას, სადაც პოლიტიკა პასიურ პოზიციას იკავებს, დონორები აყალიბებენ პოლიტიკის დღის წესრიგს და არა-სამთავრობო სექტორი ცდილობს, ოპორტუნისტულად მიუდგეს რეალობას და ნახოს მაქსიმალური სარგებელი. შესაბამისად, კვლევა ისახავს მიზნად, გასცეს პასუხი კითხვას, უწყობს თუ არა ხელს დონონერების მხრიდან დომინირებული პოლიტ-ეკონომიკური მოდელი სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, საქართველოს) შემდგომ განვითარებაში. ამავდროულად, კვლევის ფარგლებში, მოხდება შემდეგ ქვე-კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა, თუ რა მიზნებს ისახავენ დონორები და რამდენად ასახავს მათი მიზნები საზოგადოებრივ მიზნებს? რამდენად აღწევენ დონორები თავისივე დასახულ მიზნებს? რამდენად არის ქართული სახელმწიფო ინსტიტუციურად მზად გაუძლოს დონორების და მათი პარტნიორების შემოტევას? როგორ როლს ასრულებს Non-Governmental სექტორი ამ პროცესში? რა როლი უჭირავს ადგილობრივ ბიუროკრატიას ამ პროცესში?


პროექტები » ყველას ნახვა