
2018-06-19 - 2021-06-19
დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები
კვლევის მიზანია: ა) საქართველოში მოსწავლეთა დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების შესწავლა და სკოლის ტიპების (მდებარეობა, სწავლების ენა, სტატუსი, სასკოლო საზოგადოების კულტურული იდენტობები) მიხედვით შედეგების დივერსიფიცირება; ბ) მოსწავლეთა დმკ-სა და მათ მოქალაქეობრივ აქტიურობას შორის კორელაციის დადგენა; გ) სკოლის კულტურის ელემენტების (ურთიერთობის და სწავლების სტილი; სამოქალაქო ჩართულობა/აქტიურობა) ტრანსფორმაციით მოსწავლეთა დმკ-ს განვითარებისა და მოქალაქეობრივი აქტიურობის ხელშემწყობი დიფერენცირებული პედაგოგიური მიდგომების შემუშავება და დანერგვა.
პროექტის ხელმძღვანელი: დავით მალაზონია
პროექტები » ყველას ნახვა