
ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა: კოსმოსური მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები
წარმოდგენილი პროექტის ერთერთი მთავარი მიზანია კოსმოსური მაგნიტური ველების კოსმოლოგიური მექანიზმით წარმოშობის ჰიპოთეზის შემოწმება. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვგეგმავთ შევისწავლოთ მაგნიტური ველების ევოლუცია სხვადასხვა ასტროფიზიკურ “გარემოში” გალაქტიკათა გროვებში, გალაქტიკებსა და ვარსკვლავთშორის სივრცეში. რიცხვითი გათვლები ჩატარებულ იქნება გაფართოებადი სამყაროსთვის, როცა საწყისი პირობები შეესაბამება სხვადასხვა მაგნიტოგენეზისის პროცესებს. გენერირებიდან დღემდე, მაგნიტური ველები სხვადასხვა ფიზიკური პროცესის გამო სახეცვლილებას განიცდიან – კერძოდ, მათზე გავლენას ახდენს გაძლიერებისა და ჩაქრობის პროცესები. ჩვენ მიერ დასმული ამოცანის კომპლექსურობას განსაზღვრავს მაგნიტურ ველებსა და ტურბულენტურ მოძრაობებს შორის მჭიდრო კავშირი. პირველადი მაგნიტური ველების არსებობას მივყავართ ტურბულენტობის განვითარებამდე (პლაზმის მაღალგამტარიანობა ადრეულ სამყაროში განაპირობებს მაგნიტური ველისა და სითხის/პლაზმის მჭიდრო ბმას) და შესაბამისად მაგნიტური ველის ევოლუცია განისაზღვრება მილევადი ჰიდრომაგნიტური ტურბულენტობით.
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ კახნიაშვილი
პროექტები » ყველას ნახვა