ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-06-19 - 2021-06-19

საქართველოს მიწისძვრების კერის პარამეტრებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებების შესწავლა

პროექტის მიზანია გრძივი და განივი ტალღების სპექტრალური ანალიზის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრებისათვის კერის პარამეტრების (M0, Δσ, r0, Es, Δσapp ) შეფასება ციფრული მონაცემების საფუძველზე ბრუნის მოდელის მიხედვით. მათ შორის ურთიერთკავშირის დადგენა და მიწისძვრების კერების მსგავსობის კანონის შესწავლა. გამოკვლეული იქნება შედარებით ძლიერი M≥5.0 მიწისძვრების წინა და შემდგომ პერიოდში კერის პარამეტრების ყოფაქცევა, საქართველოს ძირითადი სეისმოგენური რღვევების დახასიათდება მოხდება მასზე მომხდარი მიწისძვრების ფოკალური მექანიზმების ტიპების მიხედვით. საქართველოს მიწისძვრების ერთგვაროვანი კატალოგი შედგენა 1955 წლიდან დღემდე.

პროექტის ხელმძღვანელი: ნატო ჯორჯიაშვილი


პროექტები » ყველას ნახვა