ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-06-19 - 2021-06-19

სოციალური შეჭიდულობის ძიება საქართველოს მცირე ურბანულ დასახლებებში

კვლევის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გამოიკვლიოს სოციალური შეჭიდულობის დინამიკა საქართველოში, რომელიც ეთნო კულტურული და მზარდი სოციო-ეკონომიკური განსხვავებებით ხასიათდება. იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ ფენომენის კომპლექსური ანალიზი, ჩვენ კვლევას ვიწყებთ ურბანული სოციალური ცვლილებების ანალიზით სოციო-ისტორიულ პერსპექტივაში. ემპირიული კვლევის პირველ ეტაპზე ჩვენ გავზომავთ სოციალური შეჭიდულობის ძირითად ცვლადებს (წევრობა/იზოლაცია, ჩართულობა/ექსკლუზია, მონაწილეობა/პასიურობა, აღიარება/უარყოფა, ლეგიტიმურობა/ არალეგიტიმურობა, თანასწორობა/უთანასწორობა) ნაციონალური მასშტაბის რეპრეზენტატული ემპირიული კვლევის მონაცემთა ბაზების საფუძველზე, იმისათვის, რომ მოხდეს სოციალური შეჭიდულობის დინამიკის იდენტიფიცირება ქართულ საზოგადოებაში. რაც ნაციონალურ დონეზე გენერალიზებული დასკვნების გამოტანას უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას ამ ფენომენის განსაზღვრულ მახასიათებლებსა და სპეციფიურობებზე ურბანულ გარემოში, მათ შორის ეთნიკურად ჰეტეროგენულ პატარა ქალაქებში.

პროექტის ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი


პროექტები » ყველას ნახვა