ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-06-19 - 2021-06-19

კულტი და თაყვანისცემა ბიზანტიურ ისტორიოგრაფიულ ნარატივში (VIII-XIIIსს)

პროექტის ფარგლებში განვიხილავთ ისტორიულ ნარატივებს რელიქვიების, ხატების, არქიტექტურული ძეგლების, რელიგიური რიტუალების, სასწაულებისა და სხვა დეტალების შესახებ, რაც კავშირშია რელიგიის ფუნქციასთან ბიზანტიაში. კერძოდ, გამოკვლეული იქნება შუა პერიოდის ბიზანტიელ ისტორიკოსთა (VIII-XIIIსს) წინასწარ შერჩეული თხზულებები. კვლევასთან ერთად პროექტი გულისხმობს ამ მონაკვეთების ქართულ ენაზე თარგმნას. გარკვეული ცვლილებები, ტექსტების/ავტორების დამატება და გამოკლება, შედარებითი ანალიზი ქართული ან სხვა მასალის გათვალისწინებით, ასევე ტიპოლოგიური პარალელების გამოვლენა დამოკიდებულია კვლევის პროცესზე.

პროექტის ხელმძღვანელი: ელისო ელიზბარაშვილი


პროექტები » ყველას ნახვა