
წვრილმაშტაბოვანი ტურბულენტობა მზის ქარში
წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს მზის ქარში მცირემასშტაბოვანი ტურბულენტობის შესწავლას კინეტიკური ალვენის ტალღების ტურბულენტობის თეორიული კვლევისა და მზის ქარის დაკვირვებების ანალიზის მეშვეობით. სახელდობრ, მზის ქარის მაღალსიხშირული სპექტრების დამზერილი თვისებების ასახსნელად ჩვენ ვვარაუდობთ განვავითაროთ კინეტიკური ალვენის ტალღების ტურბულენტობის მოდელი, რომელიც ერთდროულად გაითვალისწინებს, როგორც აქტიურ ტურბულენტურ კასკადს, ასევე კინეტიკურ დისიპაციას. ჩვენ ასევე შევისწავლით მაგნიტური ველის გასწვრივ და საწინააღმდეგოდ გავრცელებადი კინეტიკური ალვენის ტალღებს შორის დისბალანსის გავლენას ენერგიის კასკადზე. პროექტის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა თეორიული წინასწარმეტყველებების (როგორც პროექტის ფარგლებში მიღებული, ასევე ალტერნატიული მოდელების) შემოწმება მზის ქარის მონაცემების ანალიზის მეშვეობით.
პროექტის ხელმძღვანელი: გრიგოლ ღოღობერიძე
პროექტები » ყველას ნახვა