
სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევა: კორტიკოტროპინ-რილიზინგ ფაქტორის როლი
კორტიკოტროპინ-რილიზინგ ფაქტორი (კრფ), სტრესზე პასუხების მარეგულრებელ მთავარ ნეიროპეპტიდს წარმოადგენს, რომელიც ჩართულია სტრესულ სიტუაციებში ძილის დათრგუნვაში. ჩვენი ჰიპოთეზით სტრესით გამოწვეული ძილის დარღვევა მოიცავს მომატებული კრფ-ის ტრანსმისიის დამთრგუნველ მოქმედებას ძილის მარეგულირებელ საკვანძო მნიშვნელობის ნეირონულ სისტემებზე. წარმოდგენილი პროექტის პირველ სპეციფიურ ამოცანაში ჩვენ განვსაზღვრავთ მწვავე სტრესის დროს კრფ-ის ტრანსმისიის ფარმაკოლოგიური დათრგუნვის ეფექტებს ძილ-ღვიძილის ქცევაზე და პრეოპტიკური ჰიპოთალამუსის ძილთან დაკავშირებულ აქტივობაზე. ვირთაგვებს ინტრაცერებროვენტრიკულურად შეყვანილ ექნებათ ანტალარმინი, რის შემდგომაც განიცდიან მწვავე, სახეობისათვის სპეციფიკური ფსიქოლოგიური სტრესორის – გალიის შეცვლის პარადიგმას, და ჩაიწერება პოსტ-სტრესული ძილი.
პროექტის ხელმძღვანელი: ირმა გვილია
პროექტები » ყველას ნახვა