ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-06-03 - 2022-06-03

ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით

ჩვენი კვლევის მიზანია, წარმოვადგინოთ დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ირანული გავლენაა ასახული. განხილული იქნება ის ისტორიული გარემო, რაც განაპირობებდა ჩაცმულობაში ამგვარი ტენდენციის გაძლიერებას. ყურადღება გამახვილდება ტანისამოსის ცალკეულ დეტალებზე და მათ სიმბოლურ დატვირთვაზე. ჩვენი მიზანია, ასევე, მათი ამსახველი ვიზუალური ფოტომასალის წარმოდგენა, ჩვენი აზრით,

მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში ამ ფრესკების დღევანდელი მდგომარეობის ჩვენება.

პროექტის ხელმძღვანელი: თამარ დემეტრაშვილი


პროექტები » ყველას ნახვა