ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-06-03 - 2022-06-03

დეპრესია, ნაწლავის მიკრობიომი და სიგმა 1 რეცეპტორი

განმახორციელებელი:: ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

წინამდებარე პროექტის მიზანს წარმოადგენს ნაწლავის მიკრობიომით პროდუცირებული ნაერთის – პარა-კრეზოლის ნეიროტოქსიკური ეფექტის შესწავლა, პარა-კრეზოლით გამოწვეული დეპრესიული ქცევის განვითარებაში სიგმა-1 რეცეპტორის როლის დადგენა, აგრეთვა სიგმა-1 რეცეპტორის აგონისტების თერაპიული ეფექტურობის და ნეიროპროტექტორული თვისებების შეფასება. ცხოველური მოდელის და უჯრედული ხაზის გამოყნებით შესწავლილი იქნება S1R -თან ასოცირებული კომპლექსებში მომხდარი გადანაწილება და მათი გადაადგილება პლაზმურ მემბრანასა და მიტოქონდრიასთან ასოცირებულ მემბრანებში (MAM); შეფასებული იქნება S1R-ასოცირებული სასიგნალო გზები (ERK, Akt, BDNF, IP3R, Bip, Rac და სხვა) თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებში (ჰიმპოკამპი, მიმდებარე ბირთვი, პრეფრონტალური ქერქი) და კულტიცვირებულ უჯრედებში პარაკრეზოლის და სიგმა ლიგანდის ზემოქმედების შედეგად.

პროექტის ხელმძღვანელი: ელენე ჟურავლიოვა


პროექტები » ყველას ნახვა