ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-06-03 - 2022-06-03

სუროგაცია როგორც ქსელური ფენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა

კვლევის მიზანია სუროგაციასთან და მის მომიჯნავე პრაქტიკებთან დაკავშირებული საკვანძო აქტორების გამოყოფა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა. პროექტი ძირითადად დაეყრდნობა ეთნოგრაფიულ კვლევას, რომლის მეშვეობითაც მოხდება სუროგაციის პროცესის ორი საკვანძო მხარის: სუროგატი ქალების და პოტენციური მშობლების მოტივების, განცდების, ყოველდღიურობის და ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში განხორციელდება სუროგაციის სააგენტოების და კლინიკების ეთნოგრაფია. კვლევა სხვადასხვა ინსტიტუციური აქტორის მიერ წარმოებული დისკურსის ანალიზის გზით დაგვანახებს, თუ როგორ ახდენს არსებული სოციალური ურთიერთობები, კულტურული ნორმები, სამედიცინო, რელიგიური და იურიდიული რეგულაციები სუროგაციის ფენომენის განსაზღვრას. კვლევის ფარგლებში ასევე შევისწავლით სუროგაციის ტრანსნაციონალურ განზომილებას და მოვახდენთ სუროგაციის სამართლებრივ კონცეპტუალიზაციას. წინამდებარე კვლევა საინტერესო იქნება კულტურის ანთროპოლოგებისათვის, სამედიცინო

ანთროპოლოგებისათვის, სოციოლოგებისთვის და რეპროდუქციის სფეროთი დაინტერესებული მკვლევარებისთვის. გარდა ამისა, შემოთავაზებული კვლევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, გენდერის მკვლევარებს და თეოლოგებს დაეხმარება სუროგაციის შესახებ უფრო სიღრმისეული პოზიციის ჩამოყალიბებაში.

პროექტის ხელმძღვანელი: ელენე გავაშელიშვილი


პროექტები » ყველას ნახვა