
არასტანდარტული კოსმოლოგიური მოდელების შეზღუდვა: ფუნდამენტური სიმეტრიები და გრავიტაცია
ჩვენ შევისწავლით სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელიდან შესაძლო თეორიულ გადახრებს და გამოვიყენებთ კოსმოლოგიურ ტესტებს ზოგადი ფარდობითობის თეორიის და ფუნდამენტური სიმეტრიების შესამოწმებალად დიდ მაშტაბებზე და მაღალ ენერგიებზე. ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანია შეზღუდოს შესაძლო გადახრები სტანდარტული მოდელიდან ან გაზომოს გადახრის ხარისხი. ორივე შემთხვევაში ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი იქნება ძალიან საინტერესო და მოგვცემს საშუალებას შევისწავლოთ უფრო ღრმად ფუნდამენტური ფიზიკის კანონები. ფუნდამენტური სიმეტრიების დადასტურება დიდ მაშტაბებზე და/ან მაღალ ენერგიებზე შეზღუდავს ბევრ არასტანდარტულ კოსმოლოგიურ და ნაწილაკთა ფიზიკის მოდელს და გადააქცევს კოსმოლოგიურ პრინციპს დოგმის ნაცვლად მეცნიერულად დადასტურებულ და შემოწმებად კანონად.
პროექტის ხელმძღვანელი: მიხეილ მაზიაშვილი
პროექტები » ყველას ნახვა