
თბილისი როგორც ურბანული კომპლექსურობა
პროექტის მიზანია თბილისის, როგორც ურბანული კომპლექსურობის შესწავლა, სადაც ადამიანის მიერ შექმნილი და ადამიანის მიღმა არსებული ფენომენები გადახლართულია, სადაც ფორმალური და არაფორმალური, საჯარო და პრივატული, წარსული და აწმყო გადაჯაჭვულია და ერთმანეთს ავსებს. პროექტი ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან გაანალიზებს არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის, ბუნების როგორც ქალაქის ნაწილის შრეებს და მათ მრავალმხრივ კავშირს. პროექტი ეყრდნობა Actor Network Theory მიდგომას. განსაკუთრებით პროექტს აინტერესებს ორი მიმართულება: 1. ცხოვრებისეული სამყარო და ინფრასტრუქტურა თბილისში და 2. ლანდშაფტი: ურბანული გარემოს მოშინაურება და მისი რღვევა. მე-20 და 21-ე სს. ქალაქი შესწავლილი იქნება ადამიანების ბუნებისადმი დამოკიდებულების კომპლექსურობის და დინამიკის გათვალისწინებით, ასევე ბუნება, როგორც აქტიური მოქმედი პირი, რომელიც ამ რეალობას ცვლის. პროექტის შედეგი იქნება სამეზობლოების/უბნების, ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტის, როგორც შრეების ანალიზი და ვიზუალიზაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი
პროექტები » ყველას ნახვა