ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-06-03 - 2022-06-03

მაჭახელას ეროვნული პარკის ნიადაგის უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგია

განმახორციელებელი:: ზოოლოგიის ინსტიტუტი

აღნიშნული პროექტით ვგეგმავთ მაჭახელას ეროვნულ პარკსა და მიმდებარე ბუფერულ ზონაში ნიადაგში მობინადრე ნემატოდების (Nematoda), ტკიპების (Oribatida), კუდფეხიანების (Collembola), ობობების (Araneae) და მწერების (Insecta): ჭიანჭველებისა და ხოჭოების ტაქსონომიურ, ფაუნისტურ, ეკოლოგიურ და გენეტიკურ გამოკვლევას. ტაქსონიმიური შესწავლისას მოხდება მოპოვებული უხერხემლო ცხოველების სახეობრივი იდენტიფიცირება, მათი ანოტირებული სიების შედგენა და მეცნიერებისათვის ახალი სახეობების აღწერა. ფაუნისტური ანალიზი უზრუნველყოფს მაჭახელას ეროვნული პარკის სხვადასხვა ჰაბიტატებსა და პარკის მიმდებარე ბუფერულ ზონაში არსებული ნიადაგის უხერხემლო ცხოველების ბიომრავალფეროვნების შედარებით სტატისტიკურ ანალიზს. ეკოლოგიური ანალიზის შედეგად მოხდება ნიადაგის უხერხემლო ცხოველთა ფაუნის შემადგენლობის დამოკიდებულების შესწავლა გარემო ფაქტორებზე (ტემპერატურა, ტენიანობა, ნამის წერტილი, წნევა, pH და სხვ.) დნმ-ის ბარკოდინგით მოვახდენთ ნიადაგის უხერხემლო ცხოველთა სახეობრივი იდენტიფიცირებას გენეტიკური მეთოდებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა გრატიაშვილი


პროექტები » ყველას ნახვა